5-კვირიანი დისკვალიფიკაცია - აფრასიძე მკაცრად დასაჯეს
TOP 14-ში „მონპელიეს“ 24 წლის ქართველმა მორაგბემ, გელ აფრასიძემ „კასტრთან“ შეხვედრაში რაგბის წესები უხეშად დაარღვია. რაგბის ნაციონალური ლიგის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, აფრასიძე 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, გარდა საკლუბო შეხვედრებისა, მას ნოემბრის ტესტ-მატჩების გამოტოვებაც მოუწევს.
აღნიშნული შეხვედრის მე-12 წუთზე აფრასიძემ ვილიმონი ბოტიტუ არასწორად შებოჭა, შემდეგ კი ადრეა კოკაგის მუშტი გაარტყა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩხუბი კოკაგის ინიცირებული იყო. ფრანგული მედიის ცნობით, თავდაპირველად აფრასიძეს 10-კვირიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ, 5 კვირის გამოტოვება მოუწევს.
ნოემბერში „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის, სამოასა და უელსს შეხვდებიან. ეს მატჩები 24 წლის გელა აფრასიძის გარეშე ჩაივლის, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს, „ბორჯღალოსნებში“ 35 შეხვედრა ჩაატარა.