კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ფერდინანდი: თუ, ტენ ჰაგს რონალდუ არ სჭირდებოდა, მაშინ რატომ არ გაუშვა?

კრიშტიანუ რონალდუ „იუნაიტედში“ თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ამას ღიადაც აფიქსირებს.

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მისი ჟესტი და გასახდელში ნაადრევად წასვლა ამ ყველაფრის დასტური იყო.

რიო ფერდინანდი თვლის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და იანვარში კლუბმა რონალდუ უნდა გაუშვას.

„თავიდან მეგონა, რომ რონალდუ ჩელსისთან მატჩისთვის დაასვენეს. მე ვფიქრობდი მან ამიტომაც არ ითამაშა. წარმომიდგენია, თავად რონალდუ ამ ყველაფრისგან ახლა როგორ მდგომარეობაში იქნება. მისგან სხვა ქმედებას არც მოველოდი.

ვფიქრობ, ეს ტენ ჰაგისთვის სერიოზული პრობლემაა. ის კარგად უნდა დაფიქრდეს და თუ რონალდუს თადარიგში დატოვებას გეგმავს, მაშინ უმჯობესია ზამთარში ის გაუშვან. კონტრაქტი უნდა გაწყდეს.

ეს უფრო დიდი პრობლემა გახდება. როცა გუნდმა ტოტენჰემს 2-0 მოუგო და მატჩის შემდეგ, პირველი კითხვა არის - „რატომ არ ითამაშა რონალდუმ“ - ეს არ არის სწორი.

ახლა მხოლოდ ვზივარ და ვფიქრობ, თუ რატომ არ გაუშვა კლუბმა რონალდუ ზაფხულში. თუ, ტენ ჰაგმა იცოდა, რომ რონი მისი გეგმების ნაწილი არ იყო, მაშინ რატომ არ გაუშვეს? ეს მაწუხებს.

სეზონის დაწყებამდე მწვრთნელმა უნდა იცოდეს სჭირდება, თუ არა რონალდუ და გეგმავს, თუ არა გუნდის მის ირგვლივ აშენებას. ახლა მეჩვენება, რომ ამ ყველაფერზე პასუხი იყო არა“.

- ამბობს ფერდინანდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას აგენტი: „გიორგის ბევრი კლუბი აკვირდება, იუვეს ინტერესი დამატებითი მოტივაციაა“
მამარდას აგენტი: „გიორგის ბევრი კლუბი აკვირდება, იუვეს ინტერესი დამატებითი მოტივაციაა“