ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კარეკა
Aa
Aa

კარეკა ხვიჩაზე: „ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს და ძალიან მომწონს“

„ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 62 წლის ბრაზილიელმა ინტერვიუ Calcio Style-ს მისცა, ლუჩანო სპალეტის გუნდი შეაქო და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი ძალიან მოსწონს.

„ლუჩანო სპალეტი გამოცდილი სპეციალისტია და ჩემი აზრით, ამ წუთისთვის, იტალიაში საუკეთესოა. იგი თავის გუნდს სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს და რაც მთავარია, მის სტილს შედეგები მოაქვს. ნაპოლი მოედანზე ყოფნისას ერთობა და მათი თამაში სასიამოვნო სანახავია. რომასთან მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, სპალეტის გუნდი ფავორიტია.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველი ფეხბურთელი უბურთოდ კარგად მოქმედებს და მის მიღებამდე, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს. ხვიჩა ძალიან ტექნიკურია, ბურთით მარტივად თამაშობს და ერთი-ერთზე მისი დამარცხება შეუძლებელია. კვარაცხელია ძალიან მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Goal-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები დაასახელა და 20 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევსაც ვხედავთ. „კვარა“ მე-15 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო მელხიოტი ხვიჩაზე: „თავმდაბალი ბიჭი ბრწყინვალე დრიბლინგით“
მარიო მელხიოტი ხვიჩაზე: „თავმდაბალი ბიჭი ბრწყინვალე დრიბლინგით“