ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რეალი, პსჟ და სიტი - კვარას დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნეს

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გრანდების მხრიდან ინტერესი სულ უფრო იზრდება. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ევროპულ პრესაში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა 90min-ი წერს, რომ მადრიდის „რეალმა“, პსჟ-მ და „მანჩესტერ სიტიმ“ ნეაპოლში ხვიჩას თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნეს.

წყაროს ცნობით, სამივე გრანდს ხვიჩას მიმართ ინტერესი აქვს და მათი წარმომადგენლების მიზანი „კვარას“ პროგრესზე დაკვირვებაა, რის შემდეგაც სეზონის ბოლოს სატრანსფერო ფანჯრისას გადაწყდება, თუ ვინ იბრძოლებს ქართველი შემტევის გადასაბირებლად.

წყარო ასევე წერს, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას გაყიდვას პირველივე სეზონის შემდეგ არ განიხილავს.

90min წერს, რომ ხვიჩამ საქართველოში ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში მადრიდის „რეალის“ მიმართ სიმპათიები დაადასტურა:

„მე ვოცნებობდი, რომ დიდ კლუბში მეთამაშა, ისეთში როგორიც მადრიდის რეალია, მაგრამ ნაპოლი ასევე დიდი კლუბია და ჩემი ოცნება უკვე ახდა“.

- ამბობს კვარაცხელია.

ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

Calciomercato-ს ცნობით, კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელფასი წლიურად 1.2 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი მას ახალი სეზონისთვის 2.5 მილიონს შესთავაზებს, ბონუსების დამატებით კი ჯამში 3 მილიონი გამოვა.

ნეაპოლელთა პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ამ ქმედებით ის ხვიჩას დაყოლიებას შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის რეიტინგში ხვიჩაც მოხვდა - 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები
Goal-ის რეიტინგში ხვიჩაც მოხვდა - 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები