მეორე ქართველი ვალენსიაში? - ღამურები გოჩოლეიშვილის ტრანსფერს განიხილავენ
ესპანური „ვალენსია“ მომავალ სეზონში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „საბურთალოს“ მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერს განიხილავს.
ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, კარლოს ბოში ავრცელებს. მისივე თქმით, „ღამურები“ თბილისური კლუბის ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან და მასთან ერთად კლუბში ახალგაზრდა მეკარის, პავლო ისენკოს მიყვანაზეც ფიქრობს, რომელიც ამჟამად უკრაინულ „ვორსკლა მოლტავაში“ თამაშობს.
EL ESPÍA 1x03????️????⚽️????
— CARLOS BOSCH (@Carlos_bosch) October 19, 2022
Hoy desvelamos con @JosRodriguez37 que el @ValenciaCF sigue buscando en Georgia otro 'Mamardashvili'. Desvelaremos una reunión por 2 jugadores un futbolista de banda Giorgi Gocholeishvili y el portero Pavlo Isenko
A PARTIR DE LAS 20h⌚️https://t.co/OqWE6fzG4I pic.twitter.com/iS7CzYvXSE
შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და ამავე კლუბის მთავარ შემადგენლობაში 2020 წლიდან გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელს თბილისური გუნდში 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელი 400 ათას ევროდ არის შეფასებული.