ბითაძის 10 წუთი - ინდიანა ვაშინგტონთან დამარცხდა
გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს ახალ სეზონში პირველი თამაში გამართა და საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულის სხვაობით, 107:114 დამარცხდა.
გოგა ბითაძე მატჩში სათადარიგოდან ჩაერთო და მოედანზე საკუთარი გუნდიდან ყველაზე ცოტა დრო გაატარა. გოგას მწვრთნელმა 10 წუთი დაუთმო და ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა შედეგიანი სროლის განხორციელება ვერ შეძლო. საერთო ჯამში ბითაძემ შეხვედრა 2 მოხსნით, 2 ასისტით, 1 ჩაჭრით და 1 ბლოკით დაასრულა. ასევე, ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქეზე 3 პერსონალური ფოლი აიღო. გოგას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შედეგიანი სროლის განხორციელების მცდელობა, თუმცა სროლა არაზუსტი გამოდგა.
ინდიანადან საუკეთესო მოთამაშე 26 ქულით ტაირის ჰალიბარტონი გახდა, ვაშინგტონიდან კი 23 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა.
ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრას დღეს ღამით, კვლავ საკუთარ მოედანზე საკრამენტოს წინააღმდეგ გამართავს.