ბექა გურული
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: ჩხიკვაძის და გურულის ბრინჯაოს მედლები

ბერძნულ-რომაულ სტილში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართულმა დელეგაციამ დღეს მორიგი მედლები მოიპოვა.

67 კგ კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ და 82 კგ-ში ბექა გურულმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჩხიკვაძის მეტოქე კოლუმბიელი ხულიან ასევედო იყო, რომელიც ქართველმა 3:1 დაამარცხა და მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება გურულს, მან თურქი ალი ჰანჩი დამაჯერებლად 9:0 დაამარცხა და საკმაოდ ეფექტური ჭიდაობა შემოგვთავაზა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე 63 კგ-ში გიორგი შოთაძემ ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა., ხოლო 55 კგ-ში გიორგი თოხაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ჩაგრავენ მეკარეებს? კურტუას მე-7 ადგილი სასაცილოა...
რატომ ჩაგრავენ მეკარეებს? კურტუას მე-7 ადგილი სასაცილოა...