ლაციო, ჩირო იმობილე
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - იმობილესთვის 2022 წელი დასრულდა

სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „ლაციომ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, რომაული კლუბისთვის ქულების დაკარგვა არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მეტად არასასიამოვნო ამბავი გახდა ცნობილი.

აღნიშნულ მატჩში, 29-ე წუთზე ჩირო იმობილემ ტრავმა მიიღო და მთავარ მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია. ვრცელდებოდა ხმები, რომ იტალიელი თავდამსხმელის დაზიანება რთული არ იყო, მაგრამ ასე არ ამოჩნდა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ჩიროს ბარძაყის სერიოზული დაზიანება აღენიშნება და ამის გამო 2022 წელს ვეღარ ითამაშებს. იტალიური გამოცემები იმობილეს დაბრუნების ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა ერთი რამ ნათელია - „ლაციოს“ მთავარი იმედი 2023 წელს დაბრუნდება

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, რომაელთა და სერია ა-ს ბომბარდირი 6 გოლით სწორედ 32 წლის იტალიელია. ჩირო 1 გოლით ხვიჩა კვარაცხელიას უსწრებს. აღნიშნული ტრავმიდან გამომდინარე, წელს იმობილეს საუკეთესო ბომბარდირის წოდების მიღება გაუჭირდება.

ასევე შეგახსენებთ, იმობილე „ლაციოს“ 2016 წელს შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, 32 წლის თავდამსხმელმა რომაული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 273-ჯერ მოირგო, 189 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ დე იონგი - მანჩესტერი ბარსას 80 მილიონს სთავაზობს
ისევ დე იონგი - მანჩესტერი ბარსას 80 მილიონს სთავაზობს