მსოფლიო ჩემპიონატი, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: “მუნდიალის ფავორიტი? საფრანგეთი და ბრაზილია“

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ჩემპიონი ყველა თავის აზრს აფიქსირებს. გამონაკლისი არც ლეო მესი გახდა, რომელმაც ESPN-თან მოახლოებულ მუნდიალზე და ფავორიტებზე ისაუბრა.

რა თქვა მესიმ?

„ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავე დიდ გუნდებზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს ბრაზილიას და საფრანგეთს დავასახელებ. ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი კანდიდატია.

ორივე ნაკრებს დიდი ხანია ერთი ბირთვი ჰყავთ. 2016 წლიდან მოყოლებული, დიდიე დეშამის გუნდი მწვერვალებს იპყრობს, მაგრამ აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალი ჩააგდეს და შედეგიც ნათელი გახდა. საფრანგეთს და ბრაზილიას ნათელი იდენტობა აქვთ."

ცნობისთვის, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება. არგენტინის ნაკრები C ჯგუფში პოლონეთთან, მექსიკასთან და საუდის არაბეთთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს სკალონის შეგირდები 22 ნოემბერს საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაშიშვლებული ფეხბურთელი ცოცხალ კედელში - კოლუმბიაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა
გაშიშვლებული ფეხბურთელი ცოცხალ კედელში - კოლუმბიაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა