ბარსელონა, პსვ, იბრაჰიმ სანგარე
Aa
Aa

32 მილიონი იბრაჰიმ სანგარეში - ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ნახევარდაცვაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, პრობლემები მაინც არ სრულდება. გავლენიანი სპორტული გამოცემა SPORT.ES საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ კატალონიელთა ბანაკში ბუსკეტსის სწრაფი შემცვლელი სჭირდებათ. „ბლაუგრანამ“ რამდენიმე თვის წინ ზუბიმენდის გადაბირება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ლაპორტამ ახალი კანდიდატურა შეარჩია.

საქმე ამჯერად პსვ-ს ნახევარმცველს იბრაჰიმ სანგარეს ეხება, რომელიც Transfermarkt-ის ოფიციალური მონაცემები 32 მილიონი ევრო ღირს. ახალგაზრდა ნახევარმცველის კონტრაქტის მიხედვით, გამოსასყიდი თანხის გადახდა 2023 წლის ივნისიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა მისი ყიდვა „ბარსელონას“ ზამთარში სურს.

საინტერესო ის გახლავთ, რომ 2020 წელს, როდესაც სანგარე „ტულუზას“ საკუთრება იყო, „ბარსელონამ“ მას შეთავაზება გაუკეთა, თუმცა უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა და ფრანგულმა კლუბმა ის 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსვ-ში გაყიდა.

2020 წლიდან დრემდე, ამპლუით საყრდენმა ნახევარმცველმა ნიდერლანდური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 104-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩირო ფერარა ხვიჩაზე: „მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“
ჩირო ფერარა ხვიჩაზე: „მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“