„მამაშენი რომ გხედავდეს რად იქეცი, გაგიჟდებოდა“ - ფერგიუსონი ხაბიბს
UFC-ის ამერიკელი მებრძოლი, ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებს.
რას წერს ტონი TWITTER-ზე:
თავგასიებულო, როდის გეყოფა გამბედაობა და შეწყვეტ ისეთი ჩეკების წერას, რომელსაც შენი ორგანიზმი ვერ გაანაღდებს? მამაშენი ახლა გაბრაზდებოდა, რომ გხედავდეს როგორ განავალადაც იქეცი.
Oh Fathead, When Will You Ever Grow A Pair of Balls & Stop Writing Checks Your Body Can’t Cash ???? Pops Would Be Pissed If He Knew How Much Of A Turd Ya’Turned Into ???? What A Eunic ???????? Does This Dude Even Tiramisu ????♂️- Champ ⚔️???? -CSO- ???????????????????? pic.twitter.com/KIGIcTNJTu
— Tony Ferguson (@TonyFergusonXT) October 18, 2022
შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და შებოჭვით გაიმარჯვა, რის შემდეგაც მან კარიერა დაასრულა. არაერთი სპეკულაციის მიუხედავად, 2021 წლის მარტში დანა უაითმა ოფიციალურად გამოაცხადა რუსი მებრძოლის პენსიაზე გასვლის შესახებ. ხაბიბ ნურმაგომედოვმა MMA-ს ეგიდით 29 ორთაბრძოლა გამართა და ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, მათ შორის 13 კი UFC-ში იყო. ცნობისთვის, გეიჯისთან დაპირისპირება ხაბიბისთვის მამის გარდაცვალების შემდეგ პირველი და უკანასკნელი ბრძოლა იყო.