ირანელი სპორტსმენი თავსაბურავის მოხსნის გამო სკანდალში გაეხვა
ცნობილი ირანელი სპორტსმენი, ელნაზ რეკაბი, რომელიც კლდეზე ცოცვაში ასპარეზობს, უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვა.
33 წლის სპორტსმენი ერთ-ერთ ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე გამოვიდა, რითაც ირანის რესპუბლიკის მიერ, 1983 წელს შემუშავებული კანონი დაარღვია. კანონის მიხედვით, ქალებს ჰიჯაბის გარეშე სიარული ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ან ჯარიმები იქნება გამოყენებული.
რეკაბის საქციელს ირანში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოსახლეობა მის დასჯას ითხოვს, სპორტსმენი კი თავს შემთხვევითობით იმართლებს და ამბობს, რომ თავსაბურავი მას შემთხვევით მოძვრა.
რა თქვა ელნაზ რეკაბიმ:
ეს შემთხვევით მოხდა. დროის ცუდად შერჩევისა და კედელზე მოულოდნელად ასვლის გამო ჩემი თავსაბურავი შემთხვევით ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეკაბი ირანში თავის გუნდთან ერთად შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით დაბრუნდა.