ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, ნეიმარი, კარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

Goal-ის რეიტინგში ხვიჩაც მოხვდა - 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კარიმ ბენზემა გახდა და ფრანგმა სუპერვარსკვლავმა „ოქროს ბურთი“ დაისაკუთრა. პარიზში გამართული ცერემონიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Goal-მა 2023 წლის „ოქროს ბურთზე“ დაწერა და პრესტიჟული ჯილდოს მოგების კანდიდატთა რეიტინგი შემოგვთავაზა. ცნობილი გამოცემის სიაში 20 ფეხბურთელი მოხვდა და ერთ-ერთი მათგანი „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მე-15 ადგილს იკავებს.

ხვიჩა კვარაცხელია

„ორი აზრი არაა, რომ ამ მომენტისთვის, ევროპულ ფეხბურთში ყველაზე დიდი გარღვევა მოახდინა ფეხბურთელმა, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ ეძახიან. მიმდინარე სეზონში, იგი როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე სერია A-ს აღმოჩენაა. კვარაცხელია ნაპოლის შემტევი ხაზის წევრია, რომელმაც ყველა მეტოქე ბრწყინვალე ფეხბურთით გაანადგურა.

კვარაცხელიას სათამაშო სტილმა, მისმა უზუსტესმა პასებმა და დარტყმების განხორციელების უნარმა, ქომაგები ყველა სტადიონზე აღაფრთოვანა, სადაც 2022-23 წლების სეზონში ნაპოლის უთამაშია. მას მსოფლიო ჩემპიონატი არ ელოდება, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებისთვის თავისი ტალანტის ჩვენება განაგრძოს, თუმცა თუ ახლანდელი ფორმა შეინარჩუნა, არ იარსებებს მიზეზი, რომ პრესტიჟული ჯილდოს მოგების კანდიდატთა შორის არ იყოს“, - წერს Goal-ი.

გეტყვით იმასაც, რომ რეიტინგის სათავეში ლიონელ მესი იმყოფება. მეორე პოზიცია „ლა პულგას“ თანაგუნდელს, ნეიმარს უკავია. მესამე კილიან მბაპე გახლავთ, მეოთხე - ერლინგ ჰოლანდი, ხოლო მეხუთე - რობერტ ლევანდოვსკი.

6 - ვინისიუსი

7 - კევინ დე ბრუინი

8 - კარიმ ბენზემა

9 - მოჰამედ სალაჰი

10 -ფილ ფოდენი

11 - ჰარი კეინი

12 - ჯამალ მუსიალა

13 - გაბრიელ ჟეზუში

14 - სადიო მანე

15 - ხვიჩა კვარაცხელია

16 - ლეროი სანე

17 - რაფაელ ლეაუ

18 - კოდი გაკპო

19 - ფედე ვალვერდე

20 - ჯიუდ ბელინგემი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდებული მეკარე დაბრუნდა“ - AS მამარდაშვილზე
“დიდებული მეკარე დაბრუნდა“ - AS მამარდაშვილზე