სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ჯოელ ემბიდი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ენდრიუ უიგინსი, ჯეიმს ჰარდენი
Aa
Aa

NBA დაბრუნდა! ბოსტონმა ფილადელფიას მოუგო, გოლდენ სტეიტმა ლეიკერსი დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი გამთენიისას დაიწყო. 2022-23 წლების რეგულარული „ბოსტონ სელტიქსისა“ და „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი „თიდი გარდენში“ გაიმართა და „კელტების“ გამარჯვებით დასრულდა - 126-117.

„ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 35 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა გაიფორმა, ტეიტუმის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო - 35 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. ჯეისონმა „სელტიქსის“ მაისურით მინიმუმ 30 ქულა 66-ედ დააგროვა და პოლ პირსის რეკორდი გააუმჯობესა. „ჯეიტი“ „ბოსტონის“ ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც 25 წლის შესრულებამდე, მინიმუმ 30 ქულა 66 შეხვედრაში დააგროვა. „ფილადელფიას“ რაც შეეხება, „სიქსერსის“ რიგებში 35 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. ჯოელ ემბიდს 26 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ტაირიზ მექსის - 21 ქულა.

„ბოსტონისა“ და „ფილადელფიას“ დაპირისპირების შემდეგ, „გოლდენ სტეიტისა“ და „ლეიკერსის“ შეხვედრა ვიხილეთ. მატჩის დაწყებამდე, „უორიორსმა“ საჩემპიონო ბეჭდები მიიღო და ტიტულის დაცვა ბრწყინვალე სტილში დაიწყო. „მეომრებმა“ მრისხანე მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 123-109 იმარჯვეს.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო სტეფ კარი იყო - 33 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა. ენდრიუ უიგინსმა 20 ქულა გააკეთა, კლეი ტომპსონმა - 18. „ლეიკერსს“ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა - 31 ქულა, 14 მოხსნა, 8 ასისტი. ენტონი დევისს 27 ქულა ჰქონდა, რასელ უესტბრუკს - 19 ქულა და 11 მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - მამარდაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება
SofaScore - მამარდაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება