ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„ეფექტურად ითამაშა“ - გატუზომ მამარდაშვილზე ისაუბრა

ლა ლიგის მე-10 ტურში „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. „ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მის აქტივში 4 „სეივია“.

პრესკონფერენციაზე ვალენსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

ჟურნალისტი: „ღმერთო, მამარდაშვილმა საოცრად ეფექტური თამაში შემოგვთავაზა...“

    გატუზოს პასუხი: „დიახ, იგივეს ვფიქრობ, ეფექტურად ითამაშა, მასზე ჩემმა სიტყვებმა გავლენა მოახდინა. დღეს გაიამ პენალტი ვერ გამოიყენა, „ელჩესთან“ შეხვედრაში გიორგის თამაში ჩაუვარდა, მაგრამ ეს არის ფეხბურთელის კარიერის შემადგენელი ნაწილი. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ეს კარგად იცის“.

    22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ათივე მატჩში სასტარტოში ითამაშა. მან ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა („ჟირონასთან“ და „სელტასთან“).

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქართული კედელი სანჩეს პისხუანზე - მამარდამ სევილიას არ მოაგებინა
    ქართული კედელი სანჩეს პისხუანზე - მამარდამ სევილიას არ მოაგებინა