“დიდებული მეკარე დაბრუნდა“ - AS მამარდაშვილზე
ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „სევილიას“ ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს, რომელიც ბევრ ქომაგს დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება.
როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც დიდებული მატჩი ჰქონდა. ქართველმა კარის დარაჯმა „ღამურებს“ 3 ეპიზოდში უშველა და ურთულესი ბურთები მოიგერია.
მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ესპანურმა გამოცემა AS-მა ფეხბურთელებზე დაწერა და გამონაკლისი არც მამარდაშვილი გახდა.
რას წერს AS?
„დიდებული მეკარე დაბრუნდა. „ელჩეს“ წინააღმდეგ დაშვებული შეცდომები დავიწყებულია. დღეს, სამი „სეივით“ დაამტკიცა, რომ არავის ნდობა არ დაუკარგავს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ 15 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ჯენარო გატუზოს შეგირდები „მალიორკას“ უმასპინძლებენ.
მამარდა რაფა მირის წინააღმდეგ
მამარდა გუდელის წინააღმდეგ