ვალენსია, სევილია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ქართული კედელი სანჩეს პისხუანზე - მამარდამ სევილიას არ მოაგებინა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „სევილიას“ ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს, რომელიც ბევრ ქომაგს დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც დიდებული მატჩი ჰქონდა. ქართველმა კარის დარაჯმა „ღამურებს“ 3 ეპიზოდში უშველა და ურთულესი ბურთები მოიგერია.

საწყის წუთებში უფრო მეტს „ვალენსია“ აქტიურობდა. ანგარიში მე-6 წუთზე ედისონ კავანიმ გახსნა. ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და საქმეში გიორგი ჩაერთო. მე-17 წუთზე „ღამურების“ კარის მიმართულებით საჯარიმოს მისადგომებიდან რაფა მირმა ტყვიასავით გაისროლა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მამარდაშვილი. ბურთი კუთხურზე გადავიდა..

აღნიშნული ეპიზოდიდან ზუსტად ერთ წუთში, ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდდა და კარისკენ ახლო მანძილიდან თავით კვლავ რაფა მირმა დაარტყა და გიორგიმ წლის ერთ-ერთი საუკეთესო „სეივი“ შეასრულა. პირველი ტაიმი „ვალენსიას“ გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც გოლად შეხვედრის 86-ე წუთზე აისახა. თავი ერიკ ლამელამ გამოიჩინა. ამ მომენტში „მამარდა“ უძლური იყო. რეალურად გოლი მისი ბრალი არ ყოფილა. გოლამდე 25 წუთით ადრე, ახალგაზრდა ქართველმა საკმაოდ რთული ბურთი გუდელს აუღო.

მატჩის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა. შეტევაში ძირითადად „სევილია“ იყო, მაგრამ „ვალენსიამ“ კონტრ-შეტევა განახორციელა და ანდალუსიელთა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად გაია მივიდა, მაგრამ მას ბონომ აჯობა და „ღამურებმა“ გამარჯვების ბრწყინვალე შანსი გაუშვეს ხელიდან.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ 15 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ჯენარო გატუზოს შეგირდები „მალიორკას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი აზერბაიჯანთან - პრესტიჟის გოლი პარკაძემ შეაგდო
მარცხი აზერბაიჯანთან - პრესტიჟის გოლი პარკაძემ შეაგდო