მარცხი აზერბაიჯანთან - პრესტიჟის გოლი პარკაძემ შეაგდო
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის 18-წლამდე ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.
26-ე წუთზე სანან აღალაროვმა პენალტი ვერ გამოიყენა. 46-ე წუთზე ტუნჩაი ჯაფარლის გოლით აზერბაიჯანის ნაკრები დაწინაურდა. მე-60 წუთზე ეშგინ აჰმადოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა. საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი ლუკა პარკაძის ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
ვასილ მაისურაძემ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: კურტანიძე, რობაქიძე (ავალიანი 77), გობეშია, ნარიმანიძე (კ), თამაზაშვილი, კანტიძე (ხარჩილავა 46), ალიბეგაშვილი (ანთია 64), ხაჩიძე (ტაბატაძე 64), პარკაძე, ჩიქოვანი (ბულუხაძე 77), ცეცხლაძე (თამაზაშვილი 77)
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები აზერბაიჯანთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 21 ოქტომბერს ჩაატარებს.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების სრული შემადგენლობა მიმდინარე შეკრებაზე ასეთია:
მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (მარტვილი მერანი).
მცველები: თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), გიორგი მაღრაძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დილა გორი).
ნახევარმცველი: ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი), საბა მაცაბერიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ლაშა შუთიძე (ლოკომოტივი თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), ნიკა ცეცხლაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ნიკა ბულუხაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), სანდრო ავალიანი (საბურთალო), მათე ანთია (საბურთალო).
ფოტო: Nakrebi.ge