ევრო 2023-ის წილისყრა: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. აღნიშნულ ტურნირს რუმინეთი და საქართველო უმასპინძლებენ. რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეები ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იქნებიან.
A ჯგუფი: საქართველო, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია
B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია,
C ჯგუფი: ჩეხეთი, ისრაელი, ინგლისი, გერმანია
D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი
წილისყრის დაწყებამდე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრა:
„ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები სხვადასხვა ჩემპიონატებში წარმატებით თამაშობენ. ამ მასშტაბის ტურნირის ჩატარება მასობრიობის გაზრდას ხელს უწყობს. ასევე, ვითარდება ინფრასტრუქტურა“.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის კომენტარი: „ჩვენს ქვეყანაში დიდი მოლოდინია, გულშემატკივრები ევროპის ახალ ვარსკვლავებს ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირზე გამოსვლა ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დაეხმარება“.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი
ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით
ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი