რაჯა ნაინგოლანი
Aa
Aa

ნაინგონალი ელექტროსიგარეტის მოწევისას დაიჭირეს და გუნდიდან მოკვეთეს

„ინტერისა“ და „რომას“ ყოფილი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი ამჟამინდელმა კლუბმა, „ანტვერპინმა“ შემადგენლობიდან მოკვეთა.

ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, „სტანდარტთან“ შეხვედრის დაწყებამდე სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ნაინგოლანი კამერებმა ელექტროსიგარეტის მოწევის დროს დააფიქსირეს, რამაც გულშემატკივრებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ეპიზოდის შემდეგ, „ანტვერპენის“ ხელმძღვანელებმა ნაინგოლანი პირველი შემადგენლობიდან მოკვეთეს და მეორე გუნდში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ 34 წლის ფეხბურთელი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ნაინგოლანი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავარია მოუვიდა, რის გამოც პოლიციამ დააკავა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს 84 წუთი - ბორდომ უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა
ზურიკოს 84 წუთი - ბორდომ უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა