ხვიჩა კვარაცხელია, სანდრო მაცოლა
Aa
Aa

„მაცოლას არ ჰგავს, განსხვავებული სტილი აქვს“ - მორატი კვარაცხელიაზე

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მორატიმ ხვიჩას შესახებ საუბარი ხუმრობით დაიწყო: „კვარაცხელია? დე ლაურენტისს დავურეკავდი კვარაცხელიას ყიდვის თაობაზე, მაგრამ ვიცი, რომ უარს იტყოდა“.

მასიმო მორატიმ ლეგენდარულ მაცოლასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, სანდრო მაცოლა და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ქართველ ფეხბურთელს განსხვავებული სტილი აქვს:

„კვარაცხელია ექსტრაორდინარულია. ჰგავს თუ არა მაცოლას? ჩემი აზრით, მაცოლასგან განსხვავებულია, მაცოლა შეუდარებელია, ხვიჩას განსხვავებული სტილი აქვს.

„ნაპოლის“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, თუ კლუბი ამ ენთუზიაზმს შეინარჩუნებს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რამაც შესაძლოა საფრთხეები გააჩინოს, თუმცა თუ ფეხბურთელები ფორმას და ენთუზიაზმს შეინარჩუნებენ, სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქი სატრანსფერო ექსპერტი: ხვიჩას პრემიერ ლიგის კლუბი აკვირდება
თურქი სატრანსფერო ექსპერტი: ხვიჩას პრემიერ ლიგის კლუბი აკვირდება