თურქი სატრანსფერო ექსპერტი: ხვიჩას პრემიერ ლიგის კლუბი აკვირდება
უცხოურ პრესაში „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად წერენ და იუწყებიან, რომ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. გუშინ, „კვარა“ „ატლეტიკოს“ დაუკავშირეს, დღეს კი პრემიერ ლიგის წარმომადგენლის სახელი გაჟღერდა.
ცნობილი თურქი სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელი „ნიუკასლის“ რადარზე იმყოფება და „კაჭკაჭები“ მის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. დიდი ინტერესის მიუხედავად, „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და ამას რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს.
???? EXCL | Newcastle are monitoring the situation of Napoli's 21-year-old Georgia winger Khvicha Kvaratskhelia.
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) October 18, 2022
????????⬛ #NUFC ???? #SempreForzaNapoli pic.twitter.com/vMNY1HzkW8
Calciomercato-ს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, კვარაცხელია შეინარჩუნოს და გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს. საუბარია ხვიჩას ანაზღაურების გაზრდაზე და ახალი ხელშეკრულების შეთავაზებაზე, რომელიც თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო შეხვედრაში ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. „ბოლონიას“ შემდეგ, მისი გუნდის მომდევნო გაჩერება იტალიის დედაქალაქია, სადაც „პარტენოპეი“ „რომას“ დაუპირისპირდება.