ისევ ტურის სიმბოლურ ნაკრებშია - ხვიჩას მორიგი აღიარება
„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიასთან“ მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა. „კვარამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა და სპორტულ გამოცემებს მისი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. 21 წლის შემტევი მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და იგი Goal Italia-მ და Sofascore-მა გამოარჩიეს.
Sofascore-ის სიმბოლური ნაკრები: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, ჟუან ჟეზუში, სებასტიანო ლუპერტო, დანილო, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ბრენდონ სოპი, ნიკოლო ბარელა, პიოტრ ზელინსკი, ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი, ანტე რებიჩი.
Goal Italia-ს სიმბოლური ნაკრები: გულიელმო ვიკარიო, მილან შკრინიარი, დანილო, ბრენდონ სოპი, ანდრეა კამბიასო, სანდრო ტონალი, ნიკოლო ბარელა, ლორენცო პელეგრინი, ადემოლა ლუუკმანი, ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი.
???? I terzini che volano e riforniscono l’attacco di assist
— GOAL Italia (@GoalItalia) October 18, 2022
⚽ I goaleador - decisivi - in attacco
???????? La mediana tutta italiana
La top 11 della 10ª giornata di Serie A ???? pic.twitter.com/Xxz52StTOh
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო შეხვედრაში ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. „ბოლონიას“ შემდეგ, მისი გუნდის მომდევნო გაჩერება იტალიის დედაქალაქია, სადაც „პარტენოპეი“ „რომას“ დაუპირისპირდება.