ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„ლაჩარი და მატყუარა ხარ“ - თოფურიამ ბრაის მიტჩელს უპასუხა

დღეს, UFC-ის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა აღნიშნა, რომ ილია თოფურიამ მასთან ჩხუბზე უარი წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თქვა. 28 წლის ამერიკელის მიხედვით, „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ 5 ნოემბრამდე, როცა მისი ბრძოლაა ჩანიშნული, წონას ვერ დააფიქსირებს და ამის გამო, UFC მისთვის სხვა ვარიანტებს ეძებს.

თოფურია მიტჩელის სიტყვებს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „შე ნაგავო! ლაჩარი და მატყუარა ხარ! მთელ სიმართლეს ვიტყვი!“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ილია თანახმაა, მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბოს, რაზეც მიტჩელი უარს აცხადებს. ეს უკანასკნელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის და რეიტინგის მე-9 ნომერი გახლავთ.

ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა. თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. მიტჩელს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 15 მოგება და 1 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: „ხვიჩა ძალიან ძლიერია, ვარჯიშებისას მისი შეჩერება გვიჭირს“
დი ლორენცო: „ხვიჩა ძალიან ძლიერია, ვარჯიშებისას მისი შეჩერება გვიჭირს“