ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

დი ლორენცო: „ხვიჩა ძალიან ძლიერია, ვარჯიშებისას მისი შეჩერება გვიჭირს“

„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელი Sky Sport Italia-ს ელაპარაკა და ცნობილი გამოცემის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რამდენად რთულია, ვარჯიშებისას „კვარას“ შეჩერება.

„ვარჯიშებზე კვარაცხელიას შეჩერება მარტივი ნამდვილად არაა და ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელია. მისი ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მაოცებს თუ რა გავლენა მოახდინა სერია A-ზე. იმედი გვაქვს, რომ ასე გააგრძელებს“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ში მონაწილეობა 8 გოლში მიიღო. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში ჩატარებულ პირველ 10 შეხვედრაში, ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია. ხვიჩას გარდა, იგივე სტატისტიკა ედინსონ კავანიმ (2010 წელს) და გონსალო იგუაინმა (2013 წელს) დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო შეხვედრაში ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. „ბოლონიას“ შემდეგ, მისი გუნდის მომდევნო გაჩერება იტალიის დედაქალაქია, სადაც „პარტენოპეი“ „რომას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია VS მიტჩელი არ გაიმართება? - „ილია ამბობს, რომ წონას ვერ დააფიქსირებს“
თოფურია VS მიტჩელი არ გაიმართება? - „ილია ამბობს, რომ წონას ვერ დააფიქსირებს“