ხვიჩა კვარაცხელია, ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

60 წელი ისტორიული თარიღიდან - ნონა გაფრინდაშვილს სიმბოლურად კვარას მაისური აჩუქეს

17 ოქტომბერი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ზუსტად 60 წლის ზინ, 1962 წლის 17 ოქტომბერს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

დღეს, ჭადრაკის ფედერაციაში ამ დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ბუნებრივია ნონა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ლეგენდალურ მოჭადრაკეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გამოუგზავნა. სიმბოლური საჩუქარი ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ გადასცა.

ცნობისთვის, გასულ წელს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაისური ლიონელ მესიმ აჩუქა, რომელზეც თავისივე ხელმოწერა იყო დართული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნონა გაფრინდაშვილი:
ნონა გაფრინდაშვილი: "კუმანმა მესის აუხსნა, მან კი მაისური გამომიგზავნა"