მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ოქროს ბურთი
Aa
Aa

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ბენზემამ ოქროს ბურთი მოიგო

პარიზში, 2022 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა, რომ აღნიშნულ ჯილდოს კარიმ ბენზემა მოიგებდა.

საბოლოოდ, საკმაოდ დიდი უპირატესობით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გახდა. შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის 66-ე გამარჯვებულია. ცნობისთვის, მეორე ადგილი სადიო მანემ დაიკავა, ხოლო მესამე კევინ დე ბრუინმა.

ბენზემა გასულ სეზონში

ფრანგმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. კარიმი ყველაზე ეფექტური ჩემპიონთა ლიგაზე იყო, სადაც მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენს“ 3 გოლი გაუტანა, „ჩელსის“ 4, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 3. ბენზემა ასევე 27 გოლით ლა ლიგის ბომბარდირი და ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, 2022 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციებიც ვიხილეთ.

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების მომავალი ვარსკვლავი გავი საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელი გახდა. სადიო მანემ სოკრატესის სახელობის ჯილდო მოიგო. 2022 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კი კვლავ „ბარსელონას“ შემტევი ალესია პუტეიასი გახდა.

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის სახელობის ჯილდო მიიღო, რომელიც წლის საუკეთესო თავდამსხმელის წოდებას ნიშნავს. მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა ლევ იაშინის სახელობის ჯილდო მოიგო. ბელგიელი 2022 წლის საუკეთესო მეკარე გახდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ 2022 წლის საუკეთესო კლუბად პეპ გუარდიოლას "მანჩესტერ სიტი" დასახელდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
OneFootball: კვარაცხელიათი მადრიდის ატლეტიკო ინტერესდება
OneFootball: კვარაცხელიათი მადრიდის ატლეტიკო ინტერესდება