კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი - რონალდუ ოქროს ბურთის რეიტინგში მეოცეა
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მთავარი ფავორიტი კარიმ ბენზემაა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს ბურთს სწორედ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი მოიგებს.
France Football-ის ოფიციალურმა გვერდმა, ცერემონიის დაწყებამდე ნომინანტთა რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ კრიშტიანუ რონალდუ აღნიშნულ რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფება და ეს მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.
Ranked at the 20th place for the 2022 Ballon d’Or! @Cristiano@ManUtd#ballondor pic.twitter.com/omidUm8DQO
— Ballon d'Or #ballondor (@francefootball) October 17, 2022
მსგავსი შედეგი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 2005 წელს დააფიქსირა და მას შემდეგ, „იუანიტედის“ თავდამსხმელი მოწოდების სიმაღლეზეა.
რეალურად, ასეთი რეიტინგი გასაკვირი არ არის, რადგან რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს. განსაკუთრებით კი მიმდინარე სეზონში. ვეტერანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში ოქროს ბურთი 5 ჯერ მოიგო. 37 წლის თავდამსხმელმა აღნიშნული ჯილდოს დასაკუთრება 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წელს შეძლო.