კონორ მაკგრეგორი, ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

„ფლოიდს დავამარცხებ, ეს მწარე სიმართლეა“ - კონორი შესაძლო მატჩ-რევანშზე

კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში ფლოიდ მეივეზერთან შესაძლო მატჩ-რევანშზე წერს და ამბობს, რომ ის ამერიკელ მოკრივეს დაამარცხებს.

რას წერს მაკგრეგორი:

თუ მატჩ-რევანში შედგება, ფლოიდს დავამარცხებ, ეს მწარე სიმართლეა. წინა ბრძოლაში საწყის რაუნდებში ბევრი გავაკეთე, თითქმის ყველა დარტყმა მიზანს ხვდებოდა. თითქოს პინგ-პონგს ვთამაშობდი. ყველაფერს გავაკეთებ და ფლოიდს დავასრულებ.

ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი და MMA-ის ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი რინგზე შესაძლოა, კიდევ ერთხელ ვიხილოთ. ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

მაკგრეგორმა ჩხუბის სანაცვლოდ 130 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის წინადადება მიიღო და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მისი და ფლოიდის დაპირისპირება შესაძლოა, მარტში გაიმართოს. Sun-ის ცნობით, ამ ბრძოლით ფლოიდ მეივეზერის ეპოქა საბოლოოდ დასრულდება და მისი პროტეჟეს, ჯერვონტა დევისის ჯერი დადგება.

საინტერესოა, რომ ირლანდიელის ბანაკში სურთ, ჩხუბი 10-რაუნდიანი იყოს, „მანის“ წარმომადგენლები კი 8-რაუნდიან ბრძოლას ემხრობიან. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, კონორს უნდა, ჩხუბს ოფიციალური სტატუსი ჰქონდეს და მისი გამარჯვების შემთხვევაში, მეივეზერის ბალანსი 50:1-ზე გახდეს.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა და მეივეზერმა კრივის წესებით 2017 წლის აგვისტოში იჩხუბეს. ამერიკელმა მეტოქე მეათე რაუნდში მოპოვებული ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მათმა დაპირისპირებამ ორივე მებრძოლს დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 კვირაა ორცხობილებს ვჭამ და მაინც გცემ“ - მიტჩელმა თოფურიას მიმართა
„3 კვირაა ორცხობილებს ვჭამ და მაინც გცემ“ - მიტჩელმა თოფურიას მიმართა