პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“არავინ იცის რა მოდება“ - აგენტი დონარუმას მომავალზე

ჯანლუიჯი დონარუმა მეორე სეზონს ატარებს „პარი სენ ჟერმენში“. მისი სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა და უკმაყოფილებას აღარ გამოხატავს.

თავდაპირველად, იტალიელი კარის დარაჯი სათამაშო წუთებს საკმაოდ ხშირად კეილორ ნავასთან იყოფდა და ეს მისთვის მიუღებელი იყო. ამ საკითხზე კი „ჯიჯო“ ღიად საუბრობდა და უკმაყოფილებას არ მალავდა. დონარუმა თვლიდა, რომ მას გაცილებით მეტი წუთები უნდა მიეღო. საბოლოოდ ასეც მოხდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჯანლუჯის აგენტის რაფაელა პრიმენტას სიტყვებს აჟღერებს.

პრიმენტა:

„პარიზში ახლა ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და დონარუმა ბედნიერია. ჩვენ არასდროს ვიცით რა მოხდება მომავალში“.

პრიმენტას ამ განცხადებამ სპორტული სააგენტოები ააფორიაქა. მაგალითად, Calciomercato წერს, რომ დონარუმას „მილანისკენ“ მიუწევს გული და შესაძლოა ეს განცხადება სწორედ ამ ფაქტს ემსახურება. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ნათელია. „ჯიჯო“ ამ მომენტისთვის პსჟ-ში თავს მართლაც კომფორტულად გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის ქომაგები სიტის ავტობუსს თავს დაესხნენ
ლივერპულის ქომაგები სიტის ავტობუსს თავს დაესხნენ