„ჯიჯი მერონის მაგონებს“ - დინო ძოფმა ხვიჩაზე ისაუბრა
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. ამჯერად, ლეგენდარულმა დინო ძოფმა Punto Nuovo Sport Show-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„მსგავსებები ბესტთან? ხვიჩას არ აქვს მხოლოდ ბესტის მსგავსი თვისებები. მე ჯიჯი მერონის მაგონებს, მათი თამაშის სტილი მსგავსი. თუ ხვიჩა ასე გააგრძელებს, შეუძლია მწვერვალს მიაღწიოს“.
დინო ძოფმა „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შეაქო. მისი თქმით, იტალიელი სპეციალისტი ყველა კომპონენტში კარგად მუშაობს და შედეგიც დამსახურებულია.
„ლუჩანო სპალეტი ძალიან კარგად თამაშობს, მან დაამტკიცა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი ლიდერობას იმსახურებს. მისი წარმატების საიდუმლო ზოგადია, ყველა კომპონენტში მუშაობს“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.