ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ტრევიზანი ხვიჩაზე: „ასეთი რამ არასდროს მინახავს, ჩვეულებრივი ადამიანი არაა“

Sport Mediaset-ის კომენტატორი, რიკარდო ტრევიზანი ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობას გამოეხმაურა. ტრევიზანის თქმით, „ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, „კვარა“ კი აკეთებს იმას, რაც აქამდე არავის უნახავს.

„სატურნირო ცხრილის სათავეში ძლიერი კლუბები იმყოფებიან, სუსტებს კი უფრო მეტი პრობლემა ექმნებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატის დონე დაეცა. ნაპოლის არავინ არაფერს ართმევს და პირადად ჩემთვის, პარტენოპეი ევროპაში ყველაზე ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია.

ნაპოლიში არის ფეხბურთელი, რომელიც საერთოდ სხვა სპორტს თამაშობს. ეს ფეხბურთელი კვარაა. ხვიჩა ადამიანი არაა და ყოველ შეხვედრაში გოლს ან საგოლე გადაცემას აკეთებს, მისი თამაში კი ლამაზი იმიტომაა, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბიჭია: არ აქვს სწორი თმა, არ აქვს ქერა თმა, არ აქვს ტატუები, არ გამოხატავს პროტესტს, არ იღებს გაფრთხილებებს და არ ჩხუბობს მაშინაც კი, როცა ურტყამენ.

ფეხბურთის ისტორიაში ასეთი რამ არასდროს ყოფილა. არასდროს გვინახავს ფეხბურთელი, რომელიც 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოსულიყო და იტალიის ჩემპიონატი, ნაპოლი და ჩემპიონთა ლიგა დაესაკუთრებინა“.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასთან“ დაპირისპირებაში, ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 კვირაა ორცხობილებს ვჭამ და მაინც გცემ“ - მიტჩელმა თოფურიას მიმართა
„3 კვირაა ორცხობილებს ვჭამ და მაინც გცემ“ - მიტჩელმა თოფურიას მიმართა