ბაიერნს სანე გამოაკლდა - მან ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა
მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი, ლეროი სანე გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. ეს ინფორმაცია „რეკორდმაისტერმა“ გაავრცელა და განაცხადა, რომ სანეს ტრავმა, რომელიც მან „ფრაიბურგთან“ მატჩში მიიღო, სერიოზული აღმოჩნდა.
ℹ️ Leroy Sané fällt vorerst aus.
— FC Bayern München (@FCBayern) October 17, 2022
???? https://t.co/gDp4QXWpf8
„გარკვეული ვადის განმავლობაში, ბაიერნს ლეროი სანეს გარეშე ასპარეზობა მოუწევს. 26 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი ფრაიბურგთან გამართულ შეხვედრაში გაიწყვიტა. დღეს, მას გამოკვლევები ჩაუტარდა და დიაგნოზი ამის შემდეგ გახდა ცნობილი“, - ნათქვამია „ბაიერნის“ განცხადებაში.
„რეკორდმაისტერის“ ქომაგთათვის ორმაგად სამწუხარო ის ფაქტია, რომ სანე მიმდინარე სეზონში ფენომენალურად გამოიყურებოდა. მიუნხენელთა ერთ-ერთ ლიდერს ყველა ტურნირის ეგიდით, 16 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. „ფრაიბურგთან“ მატჩში მან გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანული პრესის ინფორმაციით, იგი დაახლოებით, 3 კვირას გამოტოვებს.