მარიამ მაისურაძის სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა მარიამ მაისურაძის 3 მედლით დაასრულა. ქართველმა გოგონამ 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ქართველმა გოგონამ ატაცში 68/70 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ძალოსანმა აკვრაში თავი 85/88/90 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს დაეუფლა , ხოლო ორჭიდში მოგროვილი 158 კილოგრამით ვერცხლს დასჯერდა.
აღსანიშნავია,რომ მარიამ მაისურაძემ მოპოვებული მედლები 13 წლის მარიტა მეფარიშვილს მიუძღვნა, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვლა.
ევროპულ ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრები გამოსვლას 18 ოქტომბრიდან გურამ გიორბელიძის ასპარეზობით განაახლებენ.