ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

რა თქვეს ჩავიმ და ანჩელოტიმ ელ კლასიკოს შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და მეტოქე ბენზემას, ვალვერედა და როდრიგოს გოლებით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა „ელ კლასიკო“ შეაფასა:

კარლო ანჩელოტი:

პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით. უფრო ცივსისხლიანად და ეფექტურად ვუტევდით. ბარსელონას მაღალი პრესინგი უყვარს, რის გამოც შეტევებს ფაქტობრივად საკუთარი კარიდან ვიწყებდით. მომეწონა გუნდის თავდაჯერებულობა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რამაც საბოლოოდ გუნდის თამაშზეც დიდი გავლენა მოახდინა. თავისუფალ ზონებს ფაქტობრივად არ ვტოვებდით. პირველი ტაიმი საკვანძო სეგმენტი იყო.

გასული სეზონის თამაშში რაღაც ახლის გამოგონებას ვეცადე და დიდი ანგარიშით წავაგეთ, ახლა კი ყველას თავისი დავალება ჰქონდა, რამაც გაამართლა.

გულშემატკივრები ჩვენთან ყოველთვის ახლოს იყვნენ, მაგრამ გასულმა სეზონმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. მართალია, მატჩი საღამოს არ ყოფილა, თუმცა ატმოსფერო ისეთივე იყო, როგორც ჩემპიონთა ლიგის საღამოს მატჩებში. მიხარია, რომ მათ იმედები არ გავუცრუეთ.

ჩავი:

სათქმელი ბევრი არაფერია. მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩვენს დონეზე არ ვითამაშეთ. ისეთი გოლები არ უნდა გავუშვათ, როგორიც პირველი იყო. ასეთ დროს ჯარიმას უნდა ვიღებდეთ.

განაწყენებული და ამავდროულად იმედგაცრუებული ვარ. უფრო უნდა მოვინდომოთ. ახლა იმას ნამდვილად არ ვაკეთებთ, რაც უნდა გავაკეთოთ.

9 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილს იკავებს, „ბარსელონა“ კი 22 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის პირველი ელ კლასიკო მადრიდის რეალმა მოიგო
სეზონის პირველი ელ კლასიკო მადრიდის რეალმა მოიგო