რასპადორი კვარაზე: მას წარმოუდგენელი ნიჭი აქვს
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 3:2 გაიმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც კი კვარას შრომა დააფასა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში ხვიჩამ ჯაკომო რასპადორიც დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში იტალიელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
რა თქვა რასპადორიმ:
ბოლონიამ შესანიშნავად ითამაშა და მოგება გაგვიჭირდა. პირველ ტაიმში, ჩვენი შანსები რომ გამოგვეყენებინა, შემდეგ სულ სხვა თამაში იქნებოდა. თუმცა, გამარჯვება გვიხარია, რომელიც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ასეთი თამაშები დიდ ენთუზიაზმს გვაძლევს და ასე უნდა გავაგრძელოთ. გვინდა, ის წუთები, რაც მოედანზე გვაქვს მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ხოლო გოლს ვინ გაიტანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
კვარაცხელია? მას გიჟური თვისებები აქვს, ძალიან კარგი ბიჭია. მას წარმოუდგენელი ნიჭი აქვს და თანაგუნდელები მაქსიმალურად ვცდილობთ ამის გამოხატვაში დავეხმაროთ. სწორედ ეს ქმნის განსხვავებას.
კვარას მომენტები ბოლონიასთან:
10 ტურის შემდეგ, 21 წლის ქართველ შემტევს სერია A-ში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, „ნაპოლი“ კი 26 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორეადგილოსან „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ სერია A-ში, 23 ოქტომბერს „რომას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი „სტადიო ოლიმპიკოზე“ საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.