აკაკი იაშვილი ფიდე-ში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე დაინიშნა
დღეს, ფიდეს საერთაშორისო ფედერაციაში მმართველი საბჭოს შემადგენლობა გამოცხადდა, სადაც საქართველოსთვის ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვხვდება.
ფიდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვიგებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი იაშვილი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორის სტატუსით ხელმძღვანელობას გაუწევს ფიდეს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აქვე გეტყვით, რომ აკაკი იაშვილი 2018 წლის ოქტომბრიდან ფიდე-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.