ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს სპალეტი შეასრულებს“ - ბერტონი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ ბერტონიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შესახებ ისაუბრა:

„კვარაცხელია ძალიან საინტერესო მოთამაშეა, მას ბრწყინვალე მომავალი აქვს. მის შემდგომ განვითარებაში სპალეტი გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ლეაოსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება რთულია. ისინი ბომბარდირობის კანდიდატები არიან.

ფაქტია, რომ ლეაომ უფრო მეტი მატჩი ჩაატარა სერია ა-ში, სკუდეტო მოიგო. მას შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და თავი ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინა“.

შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“