ლივერპული, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს“ - პეპი ლივერპულთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„რამდენიმე თვის წინ, „ლივერპული“ 4 ტიტულისთვის იბრძოდა. მინდა გითხრათ, ეს იგივე გუნდია იგივე ფეხბურთელებით. არაფერი შეცვლილა და ისინი ისევ ძალიან სახიფათონი არიან. მე არ ვუყურებ კარგ ან ცუდ მომენტებს. ვაანალიზებ და აღვიქვამ, რომ ჩემს წინააღმდეგ ძლიერი გუნდი ითამაშებს. „ლივერპულისგან“ ყოველთვის საუკეთესოს ველი.

იმ ტიპის მოთამაშეები, როგორებიც „ლივერპულს“ ჰყავს, ყოველთვის აღწევენ კარიერაში წარმატებას. თუ ისინი ნაკლებად მოინდომებენ, ნაკლებ ხარისხს მიიღებენ. ალბათ ეს ხდება ამ მოცემულ სიტუაციაში. კლოპის გუნდმა „რეინჯერსს“ ბევრი გოლი გაუტანა. სალაჰი კი ყოველთვის სახიფათოა. მის წინააღმდეგ ჩემი მცველები ყურადღებით უნდა იყვნენ.

„ენფილდზე“ მოგება ყოველთვის რთულია. მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ფილ ფოდენი „მანჩესტერ სიტისთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არის თუ არა ჰოლანდი რევოლუციონერი? არ ვიცი! ის არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს თავისი უმაღლესი ხარისხი და გადაწყვეტილებები. ერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაში ეჭვი არ მეპარება.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს. ამ მომენტისთვის, მერსისაიდული გრანდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ 23 ქულით მეორე პოზიციაზე არიან. პირველ ადგილს კი „არსენალი“ 24 ქულით იკავებს. ცნობისთვის, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მომავალი დაპირისპირება 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“
სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“