ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბოლონია
Aa
Aa

სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე.

რა თქვა სპალეტიმ?

„ჩემს გუნდს განსხვავებული ხასიათი აქვს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთმანეთს ყველა პატივს სცემს და გასახდელში სიტუაცია დალაგებულია. „აიაქსთან“ მატჩში ფეხბურთელებმა დიდებული სულისკვეთება გამოავლინეს. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი დაცვის ხაზის თამაშით.

ოსიმენი? „აიაქსთან“ მატჩის წინ პენალტის დამრტყმელი დავასახელე და ეს კვარაცხელია იყო. ოსიმენმა ხვიჩას ჰკითხა მზად იყო, თუ არა თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად. როგორც აღმოჩნდა, კვარაცხელია მზად იყო და ეს ძალიან უნდოდა. ზოგადად თამაში ყველას სურს. ოსიმენმა მაისური გაიხადა და ეს არ მომეწონა.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „აიაქსს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ „კვარა“ დასახელდა.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ დაპირისპირება 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“