მეისონ გრინვუდი
Aa
Aa

გირაოს პირობები დაარღვია - გრინვუდი კიდევ ერთხელ დააკავეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „მან. იუნაიტედის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს. დაკავების მიზეზი ის ფაქტია, რომ ფეხბურთელმა გირაობის პირობები დაარღვია. ერთ-ერთი ვერსიით ფეხბურთელი ყოფილ მეგობარ გოგოს დაუკავშირდა, რაც გირაოს დარღვევად მიიჩნიეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 30 იანვარს, ჰარიეტ რობსონმა, რომელიც ფეხბურთელის მეგობარი გოგო იყო, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ჰარიეტის სხეულზე ძალადობის კვალია. ასევე, ვიდეომასალიდან გამომდინარე, მეისონ გრინვუდი ძალადობრივი გზით ჰარიეტ რობსონთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობს. აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ მეისონ გრინვუდი დააკავეს, 2 თებერვალს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მომხდართან დაკავშირებით, „წითელმა ეშმაკებმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ კლუბი ყველა სახის ძალადობას გმობს და ფეხბურთელი გუნდის სავარჯიშო პროცესს ჩამოშორდა. „მანჩესტერმა“ მისი მაისური გაყიდვიდან ამოიღო, ხოლო Nike-მა მას კონტრაქტი გაუწყვიტა. FIFA 22-ის მოყვარულები იმასაც შეამჩნევდნენ, რომ იგი ვიდეოთამაშში აღარაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი პატივია“ - ფოდენი სიტიში 2027 წლამდე რჩება
„ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი პატივია“ - ფოდენი სიტიში 2027 წლამდე რჩება