ბექა მიქელთაძე, ბექა დარცმელია, ნიუკასლ ჯეტსი
Aa
Aa

სეზონის შესანიშნავი დასაწყისი: მიქელთაძის გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე

ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში „ნიუკასლ ჯეტსმა“ შინ „პერტ გლორი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

„ნიუკასლ ჯეტსი“ 59-ე წუთზე დაწინაურდა, 72-ე წუთზე რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა, 73-ე წუთზე პენალტით ანგარიში გათანაბრდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 10 ფეხბურთელით თამაშობდა, მატჩის მიწურულს „ნიუკასლ ჯეტსის“ კონტრშეტევა მიქელთაძის გოლით დასრულდა და გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლ ჯეტსის“ რიგებში ბექა დარცმელიას დებიუტი შედგა, რომელმაც სასტარტოში ითამაშა და 90-ე წუთზე შეცვალეს. გასულ ზაფხულში, ბექა დარცმელიამ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა და ავსტრალიურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, ავსტრალიურ გუნდში მეორე სეზონს ატარებს, გასულ სეზონში 24 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიჟური „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელია არაა“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
„გიჟური „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელია არაა“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება