ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისნაირი ფეხბურთელი იტალიას ძალიან აკლდა“ - ესპოზიტომ ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“, „ლაციოსა“ და „ვერონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მასიმილიანო ესპოზიტომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელი შემტევი „კვარას“ აქებს და აცხადებს, რომ მისნაირი მოთამაშე იტალიას დიდი ხანია არ უნახავს.

„როგორც იქნა, იტალიაში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქის მოტყუება და მისი ჩამოშორება შეუძლია. ქართველი შემტევი ერთ-ერთზე გამანადგურებელია. მე, რომელსაც მისნაირი მახასიათებლები მქონდა, შემიძლია ვთქვა, რომ როგორც იქნა, ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც რიცხობრივი უპირატესობის შექმნა შეუძლია, ეს კი იტალიას წლების განმავლობაში აკლდა.

რეალურად, პრობლემა ახალგაზრდული ფეხბურთიდან იწყება. სამწუხაროდ, მწვრთნელთა უმრავლესობა ბავშვებს სტანდარტულ მითითებებს აძლევს: „პასები გააკეთე, თუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები, ბურთი უკან დააბრუნე“. ისინი ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევენ ფეხბურთელებს, რომლებსაც ინიციატივის გამოჩენა უყვართ. როცა ახალგაზრდულ ფეხბურთში ეს მდგომარეობაა, მის გავლენას სერია A-ში და იტალიის ნაკრებში ვხედავთ. იმედი მაქვს, ეს ტრენდი შეიცვლება და კვარაცხელია მნიშვნელოვანი საწყისი წერტილია. ვიმედოვნებ, რომ კლუბები ქართველი ფეხბურთელისგან მაგალითს აიღებენ, ახალგაზრდულ სექტორში ცვლილებებს გაატარებენ და ბიჭებს მოედანზე თავისუფლებას მისცემენ“.

21 წლის კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ძალიან გაუმართლა, ეს ტრანსფერი ხელოვნების ნიმუშია“ - დოსენა ხვიჩაზე
„ნაპოლის ძალიან გაუმართლა, ეს ტრანსფერი ხელოვნების ნიმუშია“ - დოსენა ხვიჩაზე