პოლ პოგბა, ნგოლო კანტე, დიდიე დეშამი
Aa
Aa

საფრანგეთის ნაკრებს ლიდერი გამოაკლდა - ნგოლო კანტე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად L’Equipe-მა გაავრცელა და მოგვიანებით, ბრიტანულმა The Athletic-მა დაადასტურა.

კანტეს ტრავმა აწუხებს, რომელიც აგვისტოში, „ტოტენჰემთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. 31 წლის ფეხბურთელმა ამ დაზიანების გამო, სეზონის სტარტი გამოტოვა და სარეაბილიტაციო ეტაპზე იყო, როცა ტრავმა გაიმიზეზა. ბრიტანული პრესის ცნობით, ეს გასულ კვირაში გამართული ვარჯიშისას მოხდა.

ამრიგად, „მამლების“ მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ფრანგები ბოლო პერიოდში კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებენ და კანტესთან ერთად, პოლ პოგბას კონდიციების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დიდი შანსია, „სამფეროვნები“ მუნდიალს ძირითადი შემადგენლობის ორი ნახევარმცველის გარეშე შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი D ჯგუფში იმყოფება, სადაც მისი მეტოქეები ავსტრალია, დანია და ტუნისი არიან. დეშამის ბიჭები პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავენ და ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, მეორე მატჩი დანიასთან ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე
„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე