„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე
„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ Tuttosport-თან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლი“ ის გუნდია, რომელსაც მეტოქეების მიმართ შიში არ აქვს, რაც კლუბის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია.
„ნაპოლი“ მომწონს. ამ გუნდმა გაიაზრა, რომ შიში არც ერთი მეტოქის მიმართ არ უნდა ჰქონდეს. ასეთი რამ გასულ სეზონში გახსოვთ?“
„რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? ჩვენ ნამვილად უნდა მივულოცოთ მათ, ვინც ის აირჩია და გადაიბირა. ქართველი ფორვარდი ძლიერია, ახალგაზრდაა და სივრცე აქვს განვითარებისთვის“.
იტალიური გამოცემა La Repubblica კვარაცხელიას შესახებ წერს:
„თავისუფალ დროს სახლში ატარებს. ასევე, ხშირადაა მეგობარ გოგო ნიცასთან ერთად. „აიაქსთან“ მატჩს ხვიჩას მშობლები და მისი უმცროსი ძმა თორნიკე დაესწრნენ, რომელიც ისწაფვის, რომ ხვიჩაზე უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდეს, თუმცა ამ მომენტში მისი ძმის თამაშით გაგიჟებულია. სუფთასახიანი წმინდანი, რომელმაც ნეაპოლი დაიპყრო“.
შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.