საუკეთესო ახალგაზრდები ტოპ 5 ჩემპიონატში - Sportskeeda-მ ხვიჩა გამოარჩია
Sportskeeda-მ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა. გამოცემამ ყურადღება მიმდინარე სეზონზე გაამახვილა და 4 მოთამაშე გამოარჩია, რომელთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ.
„ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ზაფხულში, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდზე გავლენა სწრაფადვე მოახდინა. კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთია, ვისზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. მან სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.
21 წლის შემტევი ორივე ფეხს ჩინებულად იყენებს და შესანიშნავი ფლეიმეიქერია, ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულის წინააღმდეგ ნაჩვენებმა შთამბეჭდავმა ასპარეზობამ კი იგი უფრო პოპულარული გახადა. ნაპოლის ფეხბურთელი 90 წუთში, საშუალოდ 5.66 მომენტს ქმნის, რომელსაც დარტყმა მოჰყვება და ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თუ კვარაცხელიამ ასე განაგრძო, მოუმატებს და მეტოქეებს პრობლემებს შეუქმნის“.
გეტყვით იმასაც, რომ Sportskeeda-მ ხვიჩას გარდა, ვილიამ სალიბა, ნიკო უილიამსი და იუსუფა მუკოკო გამოარჩია.