ლუკა კურტანიძე
Aa
Aa

ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კურტანიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

რას წერს კურტანიძე:

დღეს მივიღე გადაწყვეტილება პირადი მოსაზრების გამო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმზე დამეტოვებინა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და ასევე პრეზიდიუმის წევრობა! რაც პრეზიდიუმმა დაკმაყოფილა! მთელი ჩემი ცხოვრება დღემდე ვემსახურე ჩემს სამშობლოს სიცოცხლის ფასად! არ გამიცვლია ჩემი სამშობლოს სალი კლდეები სხვის შემოთავაზებულ დღეს დაუჯერებელ სიმდიდრეზე! და თუ რა შევძელი ეს ღმერთმა და მთელმა ჩემა ერმა იცის რომელიც უსაზღვრო სიყვარულით მაძლიერებს სადაც არ უნდა ვიყო მთასა თუ ბარში! ასე რომ ყველაზე დიდი თანამდებობა ჩემთვის იყო და არის ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას კი მომავალში ვუსურვებ დიდ წარმატებებს ჩვენი სამშობლოს სადიდებლად.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე ვიცე პრეზიდენტობამდე 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა, თუმცა ის პრეზიდიუმმა ფედერაციაში მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობიდან გადააყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ნაკრებში - ქართველი ფალავნები პრესტიჟულ ტურნირზე იჭიდავებენ
მსოფლიო ნაკრებში - ქართველი ფალავნები პრესტიჟულ ტურნირზე იჭიდავებენ