ფუტსალი: საქართველომ სტუმრად ავსტრია დაამარცხა
ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა. „ჩვენებურები“ ვენაში ავსტრიას დაუპირისპირდნენ და 6:2 დაამარცხეს. ამ შედეგით კი ავთანდილ ასათიანის გუნდი ცხრილში გალიდერდა.
საქართველო საკმაოდ მალე დაწინაურდა. მე-15 წუთისთვის ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 3:0 იყო და ამ ყველაფერმა ასათიანის შეგირდებს დიდი უპირატესობა მისცა. პირველი ტაიმი 3:1 დასრულდა.
სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეიცვალა. „ჩვენებურები“ შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს არაფრის შანსს არ აძლევდნენ. მეორე ნახევარში იდენტური ანგარიში 3:1 დაფიქსირდა და ჯამში საქართველომ 6:2 მოიგო. ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან ჰეთ-თრიკი შეასრულა ფერნანდომ, ხოლო თითო გოლი თოდუამ, სებისკვერაძემ და ვილანმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ასათიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველ ტურში თბილისში ბელგიას უმასპინძლა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში ბელგიას 4:2 აჯობა. მომდევნო შეხვედრას საქართველო 9 ნოემბერს ისევ ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა ამჯერად თბილისში.
Schade. Aber unser Team mit einer guten Leistung gegen den Favoriten. ???????????????????? #GemeinsamÖSTERREICH #OneTeamOneDream pic.twitter.com/NbhtLHUe5w
— ÖFB - oefb.at (@oefb1904) October 12, 2022