ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას გოლი და საგოლე პასი - ნაპოლიმ მერვედფინალის საგზური მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ „აიაქსს“ უმასპინძლა და მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. სპალეტის შეგირდებმა 4:2 მოიგეს და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ნეაპოლელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე ლოსანოს გოლით დაწინაურდნენ.

12 წუთში ხვიჩა კვარაცხელიას პასი რასპადორიმ გამოიყენა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა. მეორე ტაიმში ამსტერდამელები შედარებით გააქტიურდნენ და 1 ბურთი გაქვითეს. თავი კლაასენმა გამოიჩინა.

1-ბურთიანი უპირატესობა „ნაპოლისთვის“ არასასიამოვნო იყო და შეტევაში კიდევ უფრო დიდი ძალებით გადავიდა. მატჩის 62-ე წუთზე „აიაქსის“ კარში პენალტი დაინიშნა. ყველას ეგონა, რომ თერთმეტმეტრიანს ახლად დაბრუნებული ვიქტორ ოსიმენი შეასრულებდა, თუმცა მან პენალტის დარტყმა კვარაცხელიას ანდო, რომელმაც უზადოდ შეასრულა და გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, ბერგვინმა გაისროლა და სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დავიდა. მასპინძლებს დიდი ხანი არ უნერვიულიათ, რადგან თავისი გოლი ოსიმენმაც გაიტანა და საბოლოო შედეგი 4:2 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეიმ“ ოფიციალურად გაიფორმა მერვედფინალის საგზური. სპალეტის გუნდს 4-დან 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება ხვიჩას, „ჯვაროსნების“ შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ხვიჩას ყველა მომენტი "აიაქსთან"

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ამორუზო: „ხვიჩა განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს“
ამორუზო: „ხვიჩა განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს“