რომა, პაულო დიბალა
Aa
Aa

დიბალას გამოკვლევა ჩაუტარდა - მუნდიალზე წასვლის შანსი არსებობს

სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „რომამ“ „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა. რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ „ჯალოროსიმ“ დიბალა დაკარგა. არგენტინელმა შემტევმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ კრიტიკული განცხადება გააკეთა. „განსაკუთრებულის“ თქმით, ერთი შეხედვით პაულოს დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა მან მსოფლიო ჩემპიონატიც კი გამოტოვოს.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL დიბალას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. პაულოს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მას ოთხთავა კუნთის დაზიანება აქვს. ასეთი ტრავმის მოშუშებას კი დაახლოებით 4-6 კვირა სჭირდება.

იტალიაში ვარაუდობენ, რომ ყველაზე კარგ ვარიანტში დიბალა რომაულ დერბიში დაბრუნდება და ფეხბურთის თამაშს შეძლებს. ასეთ შემთხვევაში მას მუნდიალზე წასვლის შესაძლებლობაც ექნება.

ახლა ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ასევე, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, საინტერესოა რამდენად საჭიროდ ჩათვლის სკალონი ისეთი ფეხბურთელის წაყვანას, რომელმაც თვეზე მეტი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაპირისპირება ფუტსალის მატჩის დროს - მოკლულია მატჩის არბიტრი
დაპირისპირება ფუტსალის მატჩის დროს - მოკლულია მატჩის არბიტრი